მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა BusinessTraveller ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს.
მისი თქმით, ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, უსაფრთხოებასა და უნიკალურ ტურისტულ მიმართულებებზე მალე მილიონობით ტურისტი შეიტყობს.
"მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა BusinessTraveller ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფება! ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, უსაფრთხოებასა და უნიკალურ ტურისტულ მიმართულებებზე მალე მილიონობით ტურისტი შეიტყობს! მსგავსი პროექტები მოკლე ვადაში განხორციელდება პოლონეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან", - წერს მარიამ ქვრივიშვილი.