საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა და მას საქართველოსთვის იმედგაცრუების დღე უწოდა.
"ეს ძალიან სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ეს ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არც ერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს. ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი. თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებები დაცვით, ტოლერანტობით, უკან დაიხია ამ ღირებულებების კუთხით", - განაცხადა კელი დეგნანმა.