„ვურჩევდი, გადახედონ, შეხედონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დასკვნებს, კარგად მოუსმინონ ევროპარლამენტიდან და ევროსაბჭოდან პარლამენტარების განცხადებებს, ჩვენი პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვასთან დაკავშირებით, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი.
მისი განმარტებით, 90-იანი წლებიდან დღემდე პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს გარკვეული თავისი სპეციფიკა გააჩნია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველოში არჩევნების ხარისხი არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება და პრობლემების რაოდენობა იკლებს.
"ეს არის ჩვენი დანიშნულება და ჩვენი ვალი, გავიზიაროთ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები და კანონი ისე დავხვეწოთ“,- აცხადებს მათიკაშვილი.