„ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული ჯგუფები არიან, მათ შორის ანაფორმას ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოდან, ვინც ცდილობს, საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, ასევე ცივილიზაციას დაუპირისპიროს ბნელი ძალები", აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მისი განმარტებით, ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების” მმართველობის შედეგი.
"შურისძიება იყო ჟურნალისტებზე. დარწმუნებული ვარ, მათ პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ კრიტიკულ მედიაზე და ყველა ჟურნალისტზე შური ეძიათ, ეს ჩანდა შორიდან. ეს იქნება უმძიმესი წერტილი პარტნიორებისთვის. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების” მმართველობის შედეგი. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.