მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ და 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას გააპროტესტებენ.
აქცია 20:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება, სადაც ნებისმიერ ჟურნალისტს საშუალება მიეცემა დაზარალებულ კოლეგებს თანადგომა გამოუცხადოს, ძალადობა დაგმოს და გააპროტესტოს.