დღეს, 4 ივლისს შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
ამერიკის შეერთებულ შტატები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის 245-ე წელს აღნიშნავს.
1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, ამერიკის მაშინდელ დედაქალაქში, საეკლესიო ზარებით ქვეყანას კონგრესის მიერ ტომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამუშაო ვარიანტის დამტკიცება ეუწყა.
ამერიკელები ამ დღეს ტრადიციულად აღლუმებით, კონცერტებით, საზეიმო წვეულებებით, პიკნიკებით და ფოიერვერკებით აღნიშნავენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული იქნება.
4 ივლისს, ტრადიციულად, ვაშინგტონის ეროვნული არქივის კიბეზე დამოუკიდებლობის დეკლარაციას კითხულობენ. შენობის შიგნით, დოკუმენტის დედანი, კონსტიტუციასთან და კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან ერთად, თვალსაჩინო ადგილზე არის გამოფენილი.
ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.