შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს დაინიშნა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.