მომღერალი ირმა სოხაძე პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ განსხვავებულის მიმართ მიმღებლობა და პატივისცემა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ირმა სოხაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ყველა იყოს ერთნაირი შეხედულებების. მისივე თქმით, ასე ცხოვრება "მოსაწყენი იქნება".
"მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს - მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ. განსხვავებულის პატივისცემა, მიღება და მიმღებლობა კი არა, პატივისცემა - ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, განათლებულია - რას ნიშნავს, არ მივიღოთ? მინდა ვთხოვო უმრავლესობას, ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნუ ვძალადობთ. ნუ ვესვრით ნურავის ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს და, მით უმეტეს, ტყვიასა და ქვას. ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ - ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ერთმანეთს ტაბურეტებით და ქვებით ვსდიოთ", - ამბობს მომღერალი.