ენმ პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„გამოიკვეთა პოზიცია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ არ უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესის გაყალბებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ წარმოაჩინოს. შარლ მიშელის დოკუმენტი ითხოვს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას და მართლმსაჯულების რეფორმაზე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებას. ნებისმიერ განხილვაში მონაწილეობის მცდელობა, თუნდაც იმ მოტივით, რომ წარმოვაჩინოთ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემა, თუნდაც კანდიდატებთან დაკავშირებით, შეგვიყვანს „გაპრავების პროცესში“ და „ქართულ ოცნებას“ საშუალება ექნება თქვას, რომ პროცესი დემოკრატიული იყო. ამ პროცესს ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ, ამიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას განხილვებში“, - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი.