"ქართული ოცნება" არის მარტო და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის თუკი მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის და შეთანხმების სრულ იგნორირებას, - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი განმარტებით, ამ საკითხზე სწორი პოზიცია აქვს სახალხო დამცველსაც, რომელიც პროცესში მონაწილეობას არ იღებს.
"რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელებას, ეს არის პირდაპირი დარღვევა შეთანხმების, რაზეც არამხოლოდ ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, არამედ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმადგენლები, რომლებიც იყვნენ მედიატორები და აბსოლუტურად იგივე აზრს იზიარებენ, რასაც ოპოზიცია. ამიტომ "ქართული ოცნება" არის მარტო და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის თუკი მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის და შეთანხმების სრულ იგნორირებას,"- განაცხადა ჯაფარიძემ.