რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენცია "პირდაპირი ხაზის" ფარგლებში, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს, ისაუბრა, თუ რატომ არ შეიყვანა კრემლმა უკრაინა არამეგობრული ქვეყნების სიაში.
მანამდე რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა არამეგობრული ქვეყნების სია, სადაც ჩეხეთი და შეერთებული შტატები შეიყვანა.
"რატომ არ არის უკრაინა შეყვანილი არამეგობრული ქვეყნების სიაში? იმიტომ, რომ მე არ მჯერა, რომ უკრაინელი ხალხი არამეგობრულია. მე ეს უკვე მერამდენედ ვთქვი და კიდევ შემიძლია გავიმეორო - ვთვლი, რომ უკრაინელები და რუსები საერთოდაც ერთია ხალხია", - თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, "გაუგებარია, რომ რუსებს, რომლებიც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინაში აცხადებენ როგორც არაძირძველ ხალხს".
შესაბამისი კანონპროექტი რადას წარუდგინა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პუტინის თქმით, ეს მიანიშნებს უკრაინის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ.
რუსეთის პრეზიდნეტის განცხადებით, მას სურს ცალკე ანალიტიკური სტატიის დაწერა რუსი ხალხის ისტორიასა და მათი უკრაინასთან კავშირების შესახებ.
"ამ საკითხზე ცალკე ანალიტიკურ სტატიას დავწერ და იმედი მაქვს, რომ რუსეთშიც და უკრაინაშიც გაეცნობიან", - დასძინა პუტინმა.