პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა ზეპირი მოსმენის შემდეგ 20 მსჯავრდებულის განცხადება დააკმაყოფილეს. დასავლეთ საქართველოს საბჭომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა 4, აღმოსავლეთის საბჭომ 16, მათ შორის 2 ქალი, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველმა საბჭომ კი 2 მსჯავრდებული.
საბჭოები მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების განცხადებებზე ყოველი თვის ბოლოს იმსჯელებენ, შემდეგ გაიმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი დაესწრებიან. საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არა ნაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.
როგორც ცნობილია, პატიმრობის ახალი კოდექსის თანახმად, შექმნილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით და ერთი კონკრეტულად არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საკითხების განმხილველი საბჭო.
5-წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.