რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაიდენი თანახმაა უკრაინის საკითხი მინსკის შეთანხმების საფუძველზე დარეგულირდეს. ამასთან, მისი თქმით, ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების თემას ზედაპირულად შეეხნენ.
"რაც შეეხებ უკრაინას, ამ თემაზე ვისაუბრეთ. ვერ ვიტყვი რომ დაწვრილებით. მაგრამ რამდენადაც მივხვდი, პრეზიდენტი ბაიდენი თანახმაა, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით დარაეგულირების საკითხს საფუძვლად დაედოს მინსკის შეთანხმება", - განაცხადა პუტინმა პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის პრზეიდენტთან მოლაპარაკებების შეჯამებისას.
უკრაინის ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, პუტინმა უპასუხა, რომ ამ თემას ზედაპირულად შეეხნენ და აქ, განსახილველი არაფერია.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თავის თავზე ვერ აიღებს ვერანაირ დამატებით ვალდებულებებს უკარაინის მიმართ, გარდა მინსკის შეთანხმების რეალიზაციისა.
"რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს: ჩვენ მხოლოდ ერთი ვალდბულება გვაქვს, ხელი შევუწყოთ მინსკის შეთანხმების რეალიზაციას", - განაცხადა პუტინმა.
ჟენევაში ცოტა ხნის წინ დასრულდა ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა. თავდაპირველად, პრესკონფერენციას პუტინი მართავს, რომლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვას ჯო ბაიდენი უპასუხებს.