დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგი 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მანამდე, გამთენიისას, 04:56 საათზე იმავე ტერიტორიაზე 2.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.