გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს უინძორის ციხე-სიმაგრეში უმასპინძლა.
ჯო და ჯილ ბაიდენების დედოფალთან შეხვედრამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, ის აღფრთოვანებულია დედოფლით და ისურვებდა, რომ კიდევ უფრო დიდხანს ჰქონოდა მასთან საუბრის შესაძლებლობა.
ბაიდენის თქმით, დედოფალი თავისი კეთილშობილებითა და გარეგნობით დედამისს აგონებს.
ჯო და ჯილ ბაიდენები უინძორში კორნუელიდან ჩავიდნენ, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტი გაიმართა.
ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების მე-12 პრეზიდენტი, რომელსაც ელისაბედ მეორე მონარქის რანგში შეხვდა. პირველად ელისაბედ მეორე პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს შეხვდა, თუმცა მაშინ ის ჯერ კიდევ პრინცესა იყო.
ამერიკის ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც დედოფალმა უმასპინძლა, დონალდ ტრამპი იყო, 2019 წელს.
95 წლის დედოფალი, თავისი მმართველობის 69 წლის განმავლობაში, ამერიკის ყველა პრეზიდენტს შეხვდა, გარდა ლინდონ ჯონსონისა.