ცოტა ხნის წინ, ისრაელის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა პარტია "იამინას" ლიდერის, მემარჯვენე ნაციონალისტის ნაფტალი ბენეტის კოალიციურ მთავრობას, რითაც დასრულდა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის პერიოდი.
ახალი სამთავრობო კოალიცია 8 პარტიის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. კოალიციაში არ შედის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია.
სამთავრობო კოალიციას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 წინააღმდეგ წავიდა.
ისრაელის ახალ მთავრობას მემარჯვენე პარტიის "იამინას" ლიდერი ნაფტალი ბენეტი პირველი ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, მომდევნო ორი წელი კი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი იქნება.
3 ივნისს, ცენტრისტული პარტიის "იეშ ატიდის" ლიდერმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სამთავრობო კოალიციის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.