20, 21 და 22 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება თანამედროვეობის უდიდესი ქორეოგრაფის ირჟი კილიანის კიდევ ერთი ბალეტის "FALLING ANGELS"-ის პრემიერა.
მუსიკა ეკუთვნის სტივ რიქს. ქართულ საბალეტო დასთან სამუშაოდ ჩამოსული არიან ირჟი კილიანის ასისტენტები, ნიდერლანდების თეატრის ბალეტმაისტერები _ ბრიჯიტ მარტინი, ნენსი ეუვერინკი და კენ ოსოლა.
ბალეტის მსოფლიო პრემიერა 1989 წლის 23 ნოემბერს ნიდერლანდების ცეკვის თეატრში (ჰააგა) შედგა.
მაყურებელი ასევე იხილავს ირჟი კილიანის კიდევ ორ ბალეტს ჯონ კეიჯის და ანტონ ვებერნის მუსიკაზე STEPPING STONS და ვოლფგანგ Aამადეუს მოცარტის მუსიკაზე SECHS TANZE, რომელთა პრემიერა თბილისში გასული წლის ნოემბერში შედგა.
რეპეტიციები გაიმართება 18 და 19 ნოემბერს 13-დან 18 საათამდე.