გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე კორნუელში "დიდი შვიდეულის" სახელმწიფოთა ლიდერებს შეხვდა.
სამიტის პირველი დღის დასასრულს გამართულ მიღებაზე დედოფალთან ერთად სახელმწიფოთა ლიდერებს უელსის პრინცმა ჩარლზმა, კორნუელის ჰერცოგინია კამილამ, კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უილიამმა და ქეითმა, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უმასპინძლეს.
"დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ, 13 ივნისს ელისაბედ მეორე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პირველ ლედის ჯილ ბაიდენს უინძორის ციხე-სიმაგრეში მიიღებს.
დიდ ბრიტანეთში "დიდი შვიდეულის" სამიტი დღეს გაიხსნა და 13 ივნისამდე გასტანს.