ევროპის არლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ბელარუსისთვის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის, ასევე მისთვის ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვისკენ.
რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციულ ხასიათს ატარებს. მხარი დაუჭირა 626-მა დეპუტატმა, 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 36-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუცია მკაცრად გმობს მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომას, რომელსაც დეპუტატებმა სახელმწიფო ტერორიზმის აქტი უწოდეს. ასევე ბელარუსი ოპოზიციონერის რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგოს სოფია საპეგას დაკავებას.
დეპუტატების განცხადებით, აუცილებელია ბელარუსის საკვანძო დარგების მიმართ ოპერატიული ეკონომიკური და სექტორალური ზომების გატარება, კერძოდ, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ფოლადისა წარმოებასა და ხის გადამამუშავებელი სექტორის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტი მინსკს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს პროტასევიჩი, საპეგა და სხვა პოლიტიკური პატიმრები.
რეზოლუციის თანახმად, სასწარფოდ უნდა დაუწესდეთ სანქციები ბელარუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მინსკში, Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომაში.
ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებენ „სასწრაფოდ შეუდგნენ მომდევნო სანქციათა პაკეტის მომზადებას მათ წინააღმდეგ, ვინც გასულ წელს მონაწილეობა მიიღეს, არჩევნების გაყალბებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში“.