მალაიზიური ნარკოტრაფიკის მთავარი გმირი საქართველოშია. ელდარ იგივე გიორგი დავითიანი მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის მეუღლე თბილისში სტამბულიდან ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რეალ. ტვ"-მ გაავრცელა.
ელდარ დავითიანი მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის მეუღლეა. წინასწარი ინფორმაციით სწორედ მან წაიყვანა საქართველოს ორი მოქალაქე მალაიზიაში. დაკავებულების ოჯახებს ეჭვი აქვთ, რომ წარსულში ნასამართლებ დავითიანს მალაიზიაში გადატანილი ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და მან გორდაძე და კოხტაშვილი არ გააფრთხილა. ამჟამად დავითიანი ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს.
გავრცელებული ინფორმაციით, დავითიანი სამართალდამცავებთან "მესამე მხარეზე" აპირებს საუბარს, თუმცა ვინა არის ეს "მესამე მხარე" ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არსებობს. სავარაუდოდ, დავითიანი ასევე მოყვება იმ დეტალებს, რომლებიც აქამდე უცნობი იყო.