გიორგი გახარიას გუნდს საზოგადოებისთვის არავითარი ახალი პლატფორმა არ შეუთავაზებია. არის მხოლოდ ბრტყელი სიტყვებით თუ სლოგანებით საუბარი – საქართველოსთვის, ვერთიანდებით და რაღაც ასეთი ტერმინები, რომელიც არაფრის მომცემი არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„არის მხოლოდ ბრტყელი სიტყვებით თუ სლოგანებით საუბარი – საქართველოსთვის, ვერთიანდებით და რაღაც ასეთი ტერმინები, რომელიც არაფრის მომცემი არ არის. მით უმეტეს, ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც გაყოფით და გამიჯვნით წარმოიშვა. გარკკვეულწილად, ესეც პოლიტიკური ცინიზმია, რომ გაყოფისგან წარმოშობილ გუნდს ჰქვია ის, რომ ერთიანდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია აქამდე შინაარსის კარგი წარმომდგენი იყო, რის გამოც დაიმსახურა მხარდაჭერაც და საარჩევნო სიაში ყოფნაც, ხოლო დღეს ის არის კარგი წარმომდგენი შინაარსის გარეშე.
„ანუ, ის გარსი, ანტურაჟი და იმიჯი, რომელიც მას აქვს შექმნილი, მაგრამ შინაარსი აღარ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.