პეკინის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია ცოლ-ქმარი. კოკა იობაშვილს და ანა კაპანაძეს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც ისინი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. იობაშვილს პეკინზე სავალუტო ჯიხური აქვს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კოკა იობაშვილს წუხელვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. იგი "ქართული პარტიის" წევრის ავთანდილ ოიბაშვილის შვილია. შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დაიკითხა დაჭრილის მეუღლე, იობაშვილის დაკითხვა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ამ დრომდე ვერ ხერხდება.