როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც საჭიროდ ჩათვალა შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის რომელიც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისმა გუნდის წევრებმაც“, - ასე ეხმიანება მმართველი პარტიის წევრი სოზარ სუბარი ბიძინა ვანიშვილის მიერ დღეს გვარცელებულ წერილს.
სუბარის თქმით, გახარია და მისი გუნდის წევრები დადიოდნენ და განსაკუთრებით რეგიონებში ავრცელებდნენ ისეთ ჭორებს, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, რაც იყო ტყუილი.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც საჭიროდ ჩათვალა შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის რომელიც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისმა გუნდის წევრებმაც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან და "ქართული ოცნებიდან" წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანასაც. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ცხოვრება, რამენაირად მისი პროექტი შეიძლება იყოს.