მნიშვნელოვანია, ბავშვების კეთილდღეობის საკითხი მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩეს, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მიერ ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგის უფლება სრულიად ლეგიტიმურია.
"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს. ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს სასტიკი მოპყრობის და ძალადობის მსხვერპლი. სახელმწიფოს როლია, დაიცვას ეს გარანტია. ამას უნდა ელოდებოდეს ყველა ამ საქმესთან დაკავშირებითაც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვების კეთილდღეობის საკითხი მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩეს. დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი მიზანი იყო. ჩვენ ვმუშაობდით მთავრობასთან და იუნისეფთან ერთად 2005 წლის შემდეგ. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს კონსტიტუციური მოვალეობა და ადგილზე მონიტორინგი". - ამბობს ევროკავშირის ელჩი.