ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ფილიპ რიკერის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში 6-13 ივნისს გაიმართება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკერის ვიზიტის მიზანია რეგიონული და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, ასევე აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირება დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.
ფილიპ რიკერი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს; შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები იქნება განხილული.