მთავრობამ იფიქრა როგორ მოიქცეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ლიცენზიას უმოწმებს, წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მისი განმარტებით, საინტერესოა, ლიცენზიას რას უმოწმებენ, როცა ამ დაწესებულების განმკარგავი სპირიდონი და დირექტორი გამოძიების ობიექტი უნდა იყოს.
"ბავშვები უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო გარემოში, ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა. ლიცენზია ამ ტიპის დაწესებულებაზე საერთოდ უკანონოა", - წერს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.