ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი ჯოდი ფოსტერი, ივლისში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო "ოქროს პალმის რტოს" მიიღებს. ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
აღნიშნულია, რომ ფოსტერი, 6 ივლისს ფესტივალის გახსნის ცერემონიის საპატიო სტუმარი იქნება.
"ჯოდი ფოსტერი მიიღებს ფესტივალის საპატიო ოქროს რტოს მისი ბრწყინვალე შემოქმედებითი გზის პატივისცემის ნიშნად, ასევე უნიკალური პირადი თვისებებისთვის, რომელიც დამახასიათებელია მისი, როგორც მოკრძალებული, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებების მქონე ადამიანისთვის, ჩვენი დროის ზოგიერთ საჭირბოროტო საკითხებში", - ნათქვამია ფესტივალის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე ამ ჯილდოს მფლობელი გახდნენ ცნობილი მსახიობები და რეჟისორები - ჟანე მორო, ჯეინ ფონდა, ჟან პოლ ბელმონდო, ბერნანდო ბერტოლუჩი, ალენ დელონი და სხვები.
საერთაშორისო კინოფესტივალი კანში 6-17 ივლისს გაიმართება. ფესტივალის ჟიურის, სპაიკ ლი უხელმძღვანელებს.