კანის კინოფესტივალი, რომელიც მაისში უნდა გამართულიყო, წელს 6-17 ივლისს ჩატარდება. ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.
"კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 11-22 მაისს იყო დაგეგმილი, 2021 წლის 6-17 ივლისს გაიმართება", - ნათქვამია Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კანის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს.