ყველაზე აშკარა დაცინვა ჩვენს მართმსაჯულებაშიც კი - "უგულავამ მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში სასტიკად სცემა" საქმეზე, - წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
"დღეს, გავლენიანი სენატორები ჩამოდიან საქართველოში. სენატში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჩვენს პოლიტიკურ მართმსაჯულებზე ვინც საუბრობდა.
რითი ხვდება ოცნება? ხვალ, გიგი უგულავას პროცესი ჩაუნიშნეს. ყველაზე აშკარა დაცინვა ჩვენს მართმსაჯულებაშიც კი - "უგულავამ მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში სასტიკად სცემა" საქმეზე. რა ვიცი, ნორმალურები არიან??", - წერს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.