3 ივნისს საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი ჩაინიშნა. საუბარია თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა.
გიგი უგულავას აეროპორტში ძიუდოისტ ბედრი გავაშელიშვილის ცერმას ედავებიან. გიგი უგულავამ დაგეგმილი პროცესის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ის იყო უნდა მერწმუნა ქართული ოცნების ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა
ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად", - წერია გიგი უგულავას facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.