ევროპარლამენტარი მარინა კალიურანტი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ კალიურანდი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, კალიურანდი მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას", ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ეგიდით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტს.
"ვაფასებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი მოითხოვს. შემდეგი ნაბიჯი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა იყოს. ეს ნიშნავს რეალურ პასუხისმგებლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებას", - დაწერა მარინა კალიურანდმა.
შეგახსენებთ, კვირას "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა.