პრემიერ-მინისტრის როლიდან გამოვედი, აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი. გიორგი გახარიას განმარტებით, ის უაღრესად კომფორტულად გრძნობს თავს თავისუფლების მაღალი ხარისხით.
"გამოვედი ამ როლიდან და მინდა, გითხრათ, რომ უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული, უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლუსია ამ ყველაფერში. თუმცა ის შესაძლებლობები, რომელსაც გაძლევს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაქვს სურვილი, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტურად. რაც ხან გამოგვდიოდა, ხან – არა", - ამბობს გახარია/