"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
როგორც კორძაიამ განაცხადა, კარგია, რომ ამიერიდან ოპოზიცია მთლიანად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.
"სწორედ ამიტომ მოვედი მე და მოვაწერე ხელი, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ოპოზიცია გააგრძელებს ერთობლივ ბრძოლას „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე, ბრძოლას ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად.
ბოიკოტის შემდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა. მე სადაც ვიყავი იქ ვარ, "რესპუბლიკურ პარტიაში", - განაცხადა კორძაიამ.