ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ყველანაირი გონივრულობის ფარგლების მიღმა, როდესაც იწყებს ნგრევას წინამორბედის დატოვებული შთამომავლობის, განვითარების პერსპექტივას უსპობს და ჩვენ ვრჩებით ტყვეობაში იმის, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში ცათამბრჯენების ეპოქაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი გახარია აღნიშნა, დღეს საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარების გეგმა.
„სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენგან ახსოვს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ნებისმიერი ჩვენი ახალი ხელისუფლება პირველი რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას. მიუხედვად იმისა, რამდენად გონივრული და კარგი იყო ეს შთამომავლობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ყველაზე ძირითადი მიზეზი ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის. მაგალითად რომ შევადაროთ და ჩავთვალოთ, რომ ყველა ერთად ვაშენებთ სახლს და თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა ერთი სართული მაინც დააშენოს ჩვენი წინაპრების დატოვებულ ფუნდამეტს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ყველანაირი გონივრულობის ფარგლების მიღმა, როდესაც იწყებს ნგრევას წინამორბედის დატოვებული შთამომავლობის, განვითარების პერსპექტივას უსპობს და ჩვენ ვრჩებით ტყვეობაში იმის, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში ცათამბრჯენების ეპოქაში. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი და ჩვენ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უნდა გავერთიანდეთ განახლებისთვის, რომელიც ყველაფერს ცუდს ეტყვის უარს, მაგრამ გაითვალისწინებს ყველაფერს კარგს, ყველა იმ თითოეულ აგურს ჩვენი ქვეყნის შენობაში, რომელიც შეიძლება მოქალაქეებისთვის, ჩვენი მომავლისთვის იყოს საჭირო და გამოსადეგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.