ორი საათის გამავლობაში უსმენდა კელი დეგნანი არასაპარლამენტო ოპოზიციას. ამერიკის ელჩის რეზიდენციაში განხილვის მთავარი თემა საარჩევნო რეფორმა იყო.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარი გზავნილი, როგორც თვითონ განმარტავენ ამერიკის ელჩთან იყო, რომ გამოინახოს შესაძლებლობა, რათა რეალურად ჩაერთონ საარჩევნო რეფორმაში.
პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიების ლიდერები შეხვედრას დადებითად აფასებენ. მათ კელი დეგნანს საკუთარი 12-პუნქტიანი წინადადებები გააცნეს, რომელთა შორის არის მცირე პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, ასევე, ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერის დაწესება.