საქართველოს მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
"კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.