2021 წლის 26 მაისს მსოფლიო კიდევ ერთი უჩვეულო ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდა, რასაც სისხლიან სუპერმთვარეს უწოდებენ.
ასეთ მოვლენა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა, მთვარე და მზე ერთმანეთთან ახლოს არიან განლაგებული. დედამიწა მთვარისა და მზის შორის არის მოქცეული, ხოლო მთვარე მთლიანად დედამიწის ჩრდილშია.
ამ დროს მთვარე მოწითალო, ნარინჯისფერ შეფერილობას იღებს, რასაც სისხლიან მთვარეს უწოდებენ.
სისხლიანი სუპერმთვარე ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღბეჭდეს.