კინორეჟისორი, საქართველოს პირველი ელჩი ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძე, "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, იმ დროინდელ პოლიტიკურ პროცესსა და სამოქალაქო დაპირისპირების წინა პერიოდს იხსენებს.
ლანა ღოღობერიძემ საქართველოს პირველ პრეზიდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დასასრული არის ის, რასაც ძალიან რთულად მოინელებს ერის მეხსიერება.
„ყველაფერი სწორი იყო, ჩვენი მხრიდან. ისიც, რომ რაღაცეებმა დაგვაეჭვა, ისიც, რომ მოგვინდა პროტესტის განცხადება, ისიც, რომ კრიტიკულნი ვიყავით, ახალი ხელისუფლების მიმართ, იმ მომენტამდე, სანამ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. რცოა უკვე შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, იქ ეს ყველაფერი გათდვა. ის იყო მართლა ტრაგიკული მომენტი და ნამდვილი სანანებელი ყველა იმისთვის ვინც რაიმენაირად მონაწილეობდა. მე არც მაშინ ვიყავი ამის მოხრე, არც ერთი წუთით, მაგრამ თავისთავად ასე მოხდა - იმ მდინარეში ჩავერთე და ის ტრაგიკული დასასრლი და მერე პირველი პრეზიდენტის ასეთი ტრაგიკული დასასრული. ეს არ ვიცი, ეს არის ის, რასაც ძალიან ძნელად მოინელებს ერის მეხსიერება. მე მართლა მთელი გულით განვიცდი, რომ მას ასეთი დსაასრული ჰქონდა. და საერთოდ, განვიცდი იმას, რომ ის ადამიანი, რომელიც მოვიდა იმ ორეულით, რომ იყო დისიდენტი, ებრძოდა იმ ტოტალიტარიზმს. მართლა ებრძოდა, მთელი სიცოცხლე ამას შესწირა. მერე მართლა მის გარშემო გაერთიანდა მთელი ერი. მერე მოხდა ის, რომ ისევ დაბრუნდა ის - უმცირესობების მიმართ არასწორი დამოკიდებულება, ჩემი აზრით. პიროვნების მიმართ არასწორი დამოკიდებლება, ხელოვნების მიმართ არასწორი დამოკიდებულება და მოხდა ისევ განხეთქილება, რომელიც დემოკრატიულად უნდა დასრულებულიყო. აი, რა იქნებოდა სწორი. შემდეგი არჩევნებით მომხდარიყო ან შეცვლა, ან დარჩენა ამ ხელისუფლების და არა, ის სამოქალაქო დაპირისპირება, რომელმაც მერე ის შეურიგებლობა შვა, რომელსაც ახლაც ვიმკით“, - თქვა ლანა ღოღობერიძემ.