ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"მთავრობის სახელით, ვულოცავ ქართველს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
შეერთებული შტატები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. მომდევნო წლებში საქართველოს მხარს დავუჭერთ დემოკრატიული პროცესების განმტკიცების, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და პლურალისტული პარლამენტის განვითარებაში.
ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და მათ ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისკენ, COVID-19 პანდემიიდან გამოსვლის შემდეგ. ჩვენი თანამშრომლობის სულისკვეთებით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით და ვაფასებთ მის წვლილს ავღანეთში ნატოს მისიაში.
ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქართველებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში.
შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას".