ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს, შაბათს 18 საათზე გაიმართება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტიის პრეზენტაცია დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმა შეიცვალა.
გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
თანამდებობის დატოვებიდან მალე, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და არსად წასვლას აპირებს. მოგვიანებით, "ქართულ ოცნებას" 6 დეპუტატი გამოეყო, რომელთაც განაცხადეს, რომ გიორგი გახარიას გუნდში იქნებიან.