პროტესტის იდეაზე ყველა ვერ შევთანხმდებით, წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერ ხატია დეკანოიძე.
დეკანოიძის განმარტებით, ზოგს აქვს რწმენა, რომ ჰესები ცუდია, ნაწილი ფიქრობს, რომ ჰესები და ინვესტიცია აუცილებელია (მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები). ეს დისკუსია ყველგან არის და ამ ხელისუფლების მიმართ სრული უნდობლობის პირობებში - ათმაგდება.
"ყველა პროტესტის არსი თავისთავად იდეის დაცვაა. ორგანიზატორებიც იდეის დაცვის მთავარი კომუნიკატორები არიან ჩვენთან. მოიტანონ ჩვენამდე სიმართლე და სიწრფელე. ნამდვილად გულწრფელ სიმპათიას იმსახურებენ ორგანიზატორები გამძლეობისთვის, ყინვაში და თოვლში ხანგრძლივი ბრძოლოსთვის. თუ მათ იდეას არ ვეთანხმები, არ ნიშნავს რომ ამ ადამიანების ბრძოლას პატივი არ უნდა ვცეთ. მე თვითონ იმ პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ, რომელსაც 9 წელი მძიმე რეპრესიების პირობებში უწევს ბრძოლა.
- ჩემთვის მთავარი და სასიცოცხლო ზედპარზეა: ძალადობის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ანტიინვესტორების კამპანიის მკვებავი მტრის პირობებში არ გვაქვს ფუფუნება ვინმეს დიდი ფორა მივცეთ. თუნდაც მებრძოლ და ძალიან თავაზიან ორგანიზატორებს. სიცხადე გვჭირდება. გვჭირდება გავიგოთ მათი ურყევი პოზიცია, რომ ძალადობრივ, ფაშისტურ, პუტინისტურ ჯგუფებს ისინი სიღრმისეულად გმობენ. დიდი განსხვავება გვჭირდება, რომ ეს პროტესტი ჯანსაღი, გამართული და საქმიანი იყოს. საჯარო პოლიტიკაში ვინც მოდის - მყისიერად უხდება პოზიციების დაფიქსირება, ყოყმანის და დათქმების გარეშე. მაღალ სტანდარტს უწესებს საჯაროობა ადამიანებს. მაგრამ ძალადობრივ, ფაშისტურ, ქსენოფობიურ ჯგუფებზე აზრის გამოთქმა - სტანდარტი არ არის. საქვეყნო საქმეა. სამწუხაროდ, მე ეს ვერ მოვისმინე.
- ჩემთვის უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ინდიკატორი ციხეში გამოკეტილი ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და მათი მეგობრები არიან. ისინიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მქონდა მოლოდინი მათი უსამართლოდ დაკავების გამო (პოლიტიკური ნიშნით) გულწრფელ ამოძახილს გავიგებდით ძვირფასი ორგანიზატორების მხრიდან. ამაოდ.
- ამ აქციის კონტექსტში ოპოზიციის კრიტიკა ისმის. პოლიტიკოსების კრიტიკა ნორმალურია. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ. მაგრამ კრიტიკა უკეთესია, ვიდრე უსაგნო პოპულიზმი საშიშ ტენდენციებზე თვალის დახუჭვით", წერს ხატია დეკანოიძე.