26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქვეყანას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მეუღლესთან, აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.
ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა. 26 მაისსვე, ის ამ დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტსაც დაესწრება.
27 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიური აღმოჩენების გაცნობა ორბელიანების სასახლეში.
27 მაისსვე პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდება.