საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სსიპ „იუსტიციის სახლის" აღმასრულებელი დირექტორი წარადგინა. უწყების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ოთარ ჩახუნაშვილმა დაიკავა.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ოთარ ჩახუნაშვილს აქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, რომ სწორად წარმართოს იუსტიციის სახლის სამომავლო განვითარების პროცესი.
ოთარ ჩახუნაშვილის ხელმძღვანელობით, იუსტიციის სახლი განაგრძობს მომხმარებლისთვის ინოვაციური და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მომხმარებლისთვის სერვისებზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
იუსტიციის სახლის ახალი აღმასრულებელი დირექტორი საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე 2014 წლიდან საქმიანოᲑს. ოთარ ჩახუნაშვილი 2019-2020 წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო და კერძო სექტორზე ზედახმედველობის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2020-2021 წლებში კი თავდაცვის სამინისტროში რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.