ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არსებობს ნულოვანი შანსი, რომ პოზიციები შეჯერდეს, აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი. მისი განმარტებით, შეთანხმებაში წერია, რომ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს და არა დაუსჯელობისთვის იყოს მწვანე შუქი ანთებული.
"ეს კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, არის სრულად შეუსაბამო საქართველოს მიერ ნაკისრ შიდა და საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების, სამართლის კუთხით,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.