ეს დამშეული, გაუბედურებული, გამწარებული ხალხი იქნება, რომელიც მოუღებს მათ ბოლოს, - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.
მისი თქმით, საქართველოში ვერ ხდება ტურიზმის აღდგენა, ე.ი. შემოსავლის წყაროები ხალხს ვერ გაუხდება, ეს არის შეგნებულად გაკეთებული.
"საქართველოში ვერ ხდება ტურიზმის აღდგენა, ე.ი. შემოსავლის წყაროები ხალხს ვერ გაუხდება, ეს არის შეგნებულად გაკეთებული იმისთვის, რომ ადამიანი, რომელსაც პურის ფულის პრობლემა აქვს და სახლიდან ვერ გამოდის, ვერ გამოვა ვერც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ვერც გასაპროტესტებლად. ეს არის ივანიშვილის გათვლა, მაგრამ ჩემი აზრით, ამჯერად შეცდება, სწორედ ეს დამშეული, გაუბედურებული, გამწარებული ხალხი იქნება, რომელიც მოუღებს მათ ბოლოს. ეს არ არის შემთხვევითი პოლიტიკა, ეს არაა უბრალო შეცდომები, ეს არის შეგნებული პოლიტიკა ქართველი ხალხის გენოციდის, საქართველოს გადაშენების. ის რაც ვერ მოახერხა ჩვენმა ვერცერთმა დამპყრობელმა ამდენი წლის განმავლობაში, თითქმის გამოუვიდა ივანიშვილს",- თქვა სააკაშვილმა.