"დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს და ჰესები აღარ არის მთავარი პრიორიტეტი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.
ამბობს იმასაც, რომ დღეისათვის, საქართველოში არ არსებობს ბიზნესი, რომლიდანაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თავის წილს არ იღებს - "ყველა ჰესში, რომელიც ახლა შენდება საქართველოში, არის ივანიშვილის 25%".
"მე, ჯერ ერთი, ამ ბიჭების უმრაველსობა მესიმპათიურება, უბრალოდ, ადამიანურად. მიმაჩნია, რომ მათი უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. ახლა თქვენ ელაპარაკებით ადამიანს და თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქრათველო იყო ბოლომდე ჩაბნლებული. ჩვენ არ შეიძლებოდა, რომ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც მაგას მეტყვის, რომ როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება, ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა შევარდნაძის ჭაობში და საქართველო გამქრალი ყოფილიყო მსოფლიო რუკიდან. ეს არის სიბრიყვე და მეტი არაფერი.
მეორე არის საკითხი, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ იმის ფონზე, რომ მე ავიყვანე ტურისტების რაოდეობა 50 ათასიდან 7 მილიონი იყო ჩემს დროს და მერე 8-საც გამოკრა ხელი ინეცრიით, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული მნიშვნელოვანი და ულამაზესი მდინარე, შეგვეყვანა მილში. მე, მიხეილ სააკაშვილს რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება...
ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია, რომ მდინარე რიონი გავაქროთ და წარმოუდგენელია, რომ ისეთი პროექტი ყოფილიყო რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს... ქალაქი, რომელშიც ამხელა გული და სული ჩავდეთ, წაეღო წყალს.
მე არ მიმაჩნია, რომ ახლა ჰესები არის საქართველოს პრიორიტეტი.. მიმაჩნია, რომ დიდი მიამიტობაა რბილად რომ ვთქვათ, რომ ჩავთვალო, რომ ივანიშვილი არაფერ შუაში არაა არაფერი არ ხდება საქართველოში მის გარეშე. ერთი ჩიტი ვერ გადაიფრენს ბიზნესში საიდანაც ივანიშვილი არ იღებს თავის წილს. ეს იცის ყველამ, ვისაც ჰქონია საქართველოში ბიზნესთან შეხვედრა, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.