ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალური კონკურენტი არ ჰყავს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ვასაძის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვის პასუხად.
"ჩვენი კონკურენტი არის გაჭირვება, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა. აი, ეს არის "ქართული ოცნების" კონკურენტი. "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს დღეს რეალური კონკურენტი. ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც არ ჰყავს რეალური კონკურენტი. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. უნდა განვითარდეს რეალური ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიცია უნდა განვითარდეს საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არის ეს გამოწვევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.