ნამახვანის შემთხვევაში, მგონია, რომ, იქ, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ინტერესები დგას, მიიჩნევს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე. მისი განმარტებით მან აღნიშნული შემთხვევა კარგად შეისწავლა.
"ძალიან ბევრი ვქექე, განსხვავებით სხვებისგან, ჩავუჯექი მაგ ამბავს და თავიდან ბოლომდე შევისწავლე. მემგონი, კონკრეტული ამბავი არის ძაან, რომ რუსული ინტერესები არის, საბოლოოდ. იქ არ არის მხოლოდ ნამახვანზე ლაპარაკი, მაგალითად. ეგ არავინ არ იცის და მე გავარკვიე, რომ მარტო ნამახვანზე არ არის ლაპარაკი, 54 ჰიდროელექტროსადგურია გაჩერებული.
არც მარტო დიდ ჰესებზე არ არის ლაპარაკი, დიდი ჰესებიდან იქ სამია მხოლოდ: ხუდონი, ნენსკრა და ნამახვანი, დანარჩენი არის საშუალო და პატარა ჰესები და ყველა გაჩერებულია. ყველგან ერთი და იგივე ტიპის პრობლემებია. საბოლოო ჯამში, რომ დათვალო, შეჩერებული არის 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. 4 მილიარდი დოლარი არ შემოვიდა ქვეყანაში მაგის გამო, რომ ყველგან ყველაფერი გაჩერებულია.
ამის პარალელურად, ხდება ის, რომ ვიღაცებს შემოაქვთ რუსეთიდან დენი და იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ დენს, მუდმივად იზრდება რუსეთიდან იმპორტი. ვისაც შემოაქვს, ის ხალხი არის კონკრეტულად დაინტერესებული, რომ ჰესები არ აშენდეს და მათ აკეთონ ასობით მილიონი ლარი, ყოველწლიურად. ეგ არის, ჩვეულებრივად, რუსული ინტერესი", აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.