9 ბარიერგადალახულ პარტიას ეყოლება წევრი საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, თუმცა, ამის "დასაბალანსებლად" "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა 8 ე.წ. პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები უმრავლესობით ისევ მათ მიიღოთ, თუ ეს პროფესიონალი წევრები იქნებიან კვლავ სუს-ის მხრიდან წარდგენილი, ნაცვალად იმისა, რომ მართლაც იყვნენ დამოუკიდებლები პროფესიონალი წევრები, აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავა. მისი განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი, ამ თვალსაზრისით ყველაფერს კანონში ვერ გაწერს, აქ უბრალოდ საჭიროა პოლიტიკური ნება.
„რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიაში დღეს აგზავნის იმ ვერსიას, რომელიც შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან კრიტიკული შეფასებები მოვა, რომელთანაც კომუნიკაციას ჩვენც აუცილებლად დავამყარებთ და მივაწვდით ჩვენეულ ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მიშელის დოკუმენტში ჩადებული რეკომენდაციების და რეფორმის კეთილსინდისიერად აღსრულება. უმთავრესად ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, თუმც არამხოლოდ, რათა გაიზარდოს სანდოობა საარჩევნო პროცესების მიმართ, რომელიც უდიდესმა ნაწილმა დაკარგა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რასაც ადასტურებს კვლევები. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" გამოიჩინა პოლიტიკური ნება, რომ დიდი ხნის განმავლობაში, რასაც ადვოკატირებდნენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ პარიტეტის საფუძველზე ყოფილიყო დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციები, ეს გარკვეულწილად სრულდება. სრულდება იმ თვალსაზრისით, რომ 9 ბარიერგადალახულ პარტიას ეყოლება წევრი საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, თუმცა, ამის "დასაბალანსებლად" "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა 8 ე.წ. პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები უმრავლესობით ისევ მათ მიიღოთ, თუ ეს პროფესიონალი წევრები იქნებიან კვლავ სუს-ის მხრიდან წარდგენილი, ნაცვალად იმისა, რომ მართლაც იყვნენ დამოუკიდებლები პროფესიონალი წევრები. ეს არის მნიშვნელოვანი, ამ თვალსაზრისით ყველაფერს კანონში ვერ გაწერს, აქ უბრალოდ საჭიროა პოლიტიკური ნება. ეს პოლიტიკური ნება, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არასდროს ექნება, რადგან მისი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით და არა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. თუმცა, ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პარტნიორი გვყავს საერთაშორისო მეგობრების სახით, რომლებთან ერთადაც უნდა განვახორციელოთ წნეხი ივანიშვილის რეჟიმზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს კეთილსინდისიერად, თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც გახდება ვადამდელი არჩევნების საფუძველი", - აცხადერბს თინა ბოკუჩავა.