შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეერთებულ შტატებს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტისკენ მოუწოდებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, თუმცა მთავრობის ოფიციალური პირები პეკინში არ ჩავლენ.
პელოსის განცხადებით, ის მსოფლიო ლიდერები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებს დაესწრებიან მორალური ავტორიტეტი აღარ ექნებათ ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრონ. პელოსი ჩინეთის ხელისუფლებას უიღური მუსლიმების გენოციდში ადანაშაულებს, რასაც პეკინი კატეგორიულად უარყოფს.
აპრილში საერთაშორისო რელიგიის თავისუფლებაზე აშშ-ის ფედერალურმა სამთავრობო კომისიამ ბაიდენის ადმინისტრაციას დაჟინებით მოუწოდა, რომ ჩინეთში რელიგიური დევნის, უიღური მუსლიმების რეპრესიის გამო 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ოფიციალური პირები არ გაგზავნოს.
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს მოკავშირეებს და პარტნიორებთან ჯერ არ განუხილავს ოლიმპიადის ბოიკოტის საკითხი.